წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საფრთხეზე საპარლამენტო ოპოზიციაში საუბრობენ. მათი აზრით, სწორედ ამით არის განპირობებული, საარჩევნო კამპანიის დაწყებად 8 აგვისტოს დასახელება.
„ის, რაც გააკეთეს გუშინ, პრემიერმა და პრეზიდენტმა ითამაშეს, არის მავნებლობა და სახელმწიფო ინსტიტუტების აბუჩად აგდება,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა.