პროცესი, რომელიც არჩევნების თარიღის გამოცხადებას უკავშირდებოდა, ბუნდოვანი და 2016 წლის არჩევნების ყველაზე ცუდი სტარტი იყო, - განაცხადა 2030-ში “პოლიტიკური ცენტრი გირჩის” წევრმა პავლე კუბლაშვილმა.
“პროცესი, რომელიც არჩევნების თარიღის გამოცხადებას უკავშირდებოდა, ბუნდოვანი გახლდათ და ეს იყო 2016 წლის არჩევნების ყველაზე ცუდი სტარტი. ადრე, ზუსტი თარიღი ორი თვით ადრე ცხადდებოდა. დღეს, ის 6 თვით ადრე განსაზღვრეს, მაგრამ არჩევნებთან დაკავშირებული არანაირი ნორმა არ ამოქმედდება. რა შეგვიძლია გავაკეთოთ დღესვე?! უნდა დავიწყოთ ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვა. უწყებათაშორისი კომისია ახლავე შევქმნათ და შევთანხმდეთ ნორმებსა და შეზღუდვებზე, რომ პარტიები თანაბარკონკურენტულ მდგომარეობაში იყვნენ. მოდით შევცვალოთ ის, რაც ცუდი იყო”. -განაცხადა 2030-ში პავლე კუბლაშვილმა.