“ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია ესაჭიროება. ამიტომ, პოლიტიკაში ახალი ძალა და ინტელექტი უნდა მოვიდეს. თუ ეს ვერ მოვახერხეთ, დაგვრჩება ის მოცემულობა, როცა ერთმანეთთან ქიშპით და დაპირისპირებით საქმე არ კეთდება,- განაცხადა 2030-ში “პოლიტიკური ცენტრი გირჩის” წევრმა პავლე კუბლაშვილმა.
მისი განცხადებით, „გირჩის“ სიის პირველი ნომერი ზურაბ ჯაფარიძე იქნება, თავად კუბლაშვილი კი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, თუმცა პარტიულ საქმიანობას არ მოწყდება.