სამხედრო მოსამსახურემ, ნადეჟდა სავჩენკომ, რომელსაც რუსეთის სასამართლომ ბრალი დასდო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და 22 წლით თავისუფლების აღკვვეთა მიუსაჯა, მშრალი შიმშილობა დაიწყო.
ინფორმაცია სავჩენკოს მიერ მშრალი შიმშილობის დაწყების შესახებ მისმა ადვოკატმა მარკ ფეიგინმა გაავრცელა.
ამ დროისთვის, არ ვრცელდება ინფორმაცია სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სავჩენკომ განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ მისი ძალაში შესვლის შემდეგ მშრალ შიმშილობას დაიწყებდა.