პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გარკვეულ ოლქებში მეორე ტურის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში გააკეთა:
„ორი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ კონსტიტუცია ოქტომბერს განსაზღვრავს, როგორც საპარლამენტო არჩევნების თვეს. მეორე, საარჩევნო ბარიერი ავწიეთ 50%-მდე, რაც ნიშნავს, რომ მეტ ოლქშია მოსალოდნელი მეორე ტური. მეორე ტურის ჩატარებას სჭირდება სულ მცირე ორი კვირა. ასე რომ, ოქტომბრის პირველ ნახევარში ძირითადი არჩევნების თარიღი შესაძლოა, ამითიც იყოს გამართლებული, რომ ოქტომბრის განმავლობაში მოესწროს მეორე ტურების ჩატარება, კლიმატური პირობების გათვალისწინებითაც, სხვადასხვა ადგილზე და ასე შემდეგ. მე ამაში მინუსს ვერ ვხედავ, კარგია, რომ არჩევნების თარიღი ადრე დაინიშანა“,-განმარტა დავით უსუფაშვილმა"