კოალიციის დაშლით ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა, მაგრამ მხოლოდ ქვეყნისთვის სასიკეთოდ, - ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესი კარგად წავა და პრობლემები არ იქნება, მინდა, იმედი გავუცრუო. იქნება სერიოზული საჯარო დებატები. აქამდე თუ კოალიციის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის 5-7 % ხდებოდა საჯარო, ამ ვითარებაში, ეს შეიძლება 80-90 % იყოს, მაგრამ ამის გამო ერთმანეთს მტრებად არ უნდა მოვეკიდოთ“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.