თუ ბურჯანაძის და ინაშვილის პარტია მოხვდება პარლამენტში, მათთან თანამშრომლობა ჰიპოტეტურად შესაძლებელია, - ამის შესახებ განცხადება მმართველი პარტიის წარმომადგენლმა, გია ვოლსკიმ გადაცემა არჩევანში გააკეთა.
“ძალიან განსხვავებულია ჩვენი ხედვები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშრებით. ივანიშვილის მიმართ გაისმის ესა თუ ის მტკიცება, რომ მან შეხედა ირმა ინაშვილს ან ბურჯანაძეს, როგორც მომავალ ოპონენტს პარლამენტში. მაგრამ რეალურად ყველა პარტიასთან დაკავშირებით მე მინდა, დავადასტურო კიდევ ერთხელ, მზად ვართ, ყველა პარტიასთან ვითანამშრომლოთ, თუკი მათ ჩვენი საზოგადოება აირჩევს," - განაცხადა ვოლსკიმ.