საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მაგრველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს 6 აპრილს გადაეგზავნება.
„დღეს პრემიერმინისტრთან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და კოორდინირებული მუშაობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევექვეყნის გარეთ საქართველოსა და რეგიონის სასიკეთოდ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები, ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა.