საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხედრის თემა რეგიონში შექმნილი ვითარებაა.
ჯერ უცნობია, გააკეთებენ თუ არა პრემიერი და პრეზიდენტი კომენტარს მედიისთვის.
შეხვედრას ესწრებიან თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური, დეპუტატი თედო ჯაფარიძე.