ევროპაში მასობრივი მიგრაციით გამოწვეული კრიზისის შერბილების მიზნით, ევროკავშირისა და თურქეთის გეგმის შესაბამისად, საბერძნეთმა თურქეთში 200-ზე მეტი მიგრანტი გააგზავნა. ,,რადიო ტავისუფლების“ ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულიდან თურქეთში გაგზავნილი 202 მიგრანტი სულ 11 ქვეყნის წარმომადგენელია, უმეტესწილად პაკისტანელები და ავღანელები
გეგმის მიხედვით, მეორე მხრივ, თურქეთიდან გერმანიასა და ფინეთში 43 სირიელი მიგრანტი ჩაფრინდა. ევროკავშირისა და თურქეთის გეგმით, ანკარა თავის ტერიტორიაზე მიიღებს ყველა მიგრანტს, მათ შორის სირიელებს, ვინც არალეგალურად ჩავიდა საბერძნეთში. სამაგიეროდ ევროკავშირში თურქეთიდან ჩავა ათასობით სირიელი ლტოლვილი. ეს შეთანხმება ითვალისწინებს თურქეთის ფინანსურ დახმარებას, უვიზო რეჟიმს და წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებისას. ევროკავშირის და თურქეთის ეს შეთანხმება უფლებადამცველების მწვავე კრიტიკას იწვევს.