თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის გვერდით დგას. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა.
“მე დავურეკე პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეტაკებების დროს. დავურეკე თურქეთის მმართველი პარტიისა და მთავრობის სახელით. დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ - მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით სამყაროს დასასრულამდე იქნება, იქნება სომხეთის თავდასხმებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ”,- განაცხადა აჰმეთ დავუთოღლუმ.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ანკარა ყურადღებით აკვირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს. აჰმეთ დავუთოღლუმ აზერბაიჯანის მთავრობას სამხედროების გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.