რეიკიავიკის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტმა ისლანდიის პრემიერ-მინისტრის სიგმუნდურ გუნეიგსონის გადადგომა მოითხოვა. ისლანდიის პრემიერ-მინისტრის სახელი ფიგურირებს ე.წ. “პანამურ დოკუმენტებში”, რომლებიც ოფშორულ საქმიანობას ეხება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ოპოზიცია იყო. დემონსტრაცია ისლანდიის პარლამენტის გვერდით მდებარე მოედანზე გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. მისი თქმით, მთავრობა კარგ შედეგებს აჩვენებს და მისთვის მნიშვნელოვანია სამუშაოს დასრულება. მისივე თქმით, ის ისლანდიის მოსახლეობის მოსაზრებას შემდეგ არჩევნებზე გაითვალისწინებს. გუნეიგსონის თქმით, "პანამურ დოკუმენტებში" ახალი არაფერი ყოფილა.
გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ისლანდიის პრემიერ-მინისტრს ისლანდიურ ბანკებში არადეკლარირებული ინეტერესები გააჩნია, რომელთა დასახმარებლად 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხები გამოიყო.