პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინელი მფრინავის ნადია სავჩენკოს პატიმრობის შესახებ ,,თავისუფალი დემოკრატების“ მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს, მხარი დაუჭირა.
დოკუმენტში ნადია სავჩენკოს პატიმრობაში ყოფნის მიზეზებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ ის აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ გადაიყვანეს.
„საქართველოს პარლამენტი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნადია სავჩენკო და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები, ან ისინი უკრაინას გადასცეს. ასევე, არ დაუშვას სავჩენკოსა და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მძევლად გადაქცევის, მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნისა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა“, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.