,,ქართული ოცნების“ არსებული შემადგენლობიდან საარჩევნო სიაში მხოლოდ 17 მათგანი დარჩება. ამის შესახებ ვერსია "TV პირველი ეთერში", ინგა გრიგოლიას ,,დღის ამბებში“ გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე ან მინიმუმ ვიცე-სპიკერი იქნება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და პრემიერის ყოფილი მრჩეველი,თამარ ჩუგოშვილი.
ასევე, საუბრობენ იმაზეც,რომ მომავალი პარლამენტის თავმდჯომარე შესაძლებელია თეა წულუკიანი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით,მომავალი დეპუტატები საგანგებო ტესტირებას გადიან,რომელშიც ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა უცხო ენის ცოდნას და უცხოეთში მათი კავშირებია.
ოცნების ახალი სიის წამყვანი ოცეული სწორედ იმ ხალხით უნდა დაკომპლექტდეს,რომლებიც ამ მიმართულებით ჩაანაცვლებენ რესპუბლიკელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანის გარდა სიაში ადგილები გარანტირებული აქვთ გიორგი კვირიკაშვილს, დავით სერგეენკოს, კახი კალაძეს დასოზარ სუბარს.