ერევანი მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში ორმხრივ დათმობებზე წავიდეს, -ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა განაცხადა.
„სომხეთი არასდროს არ იყო წინააღმდეგი წასულიყო ორმხრივ დათმობაზე, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რეგულაციისათვის არის გამიზნული, თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა გათავისუფლდება კოლონიზაციის თაობაზე არსებული მუქარისაგან,“ - ეს განცხადება სომხეთის პრეზიდენტმა ეუთოს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
მთიან ყარაბაღში ვითარება ორი დღის წინ დაიძაბა. შაბათს ღამით, ავიაციისა და არტილერიის მონაწილეობით საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი ბრძოლების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. გაერო-ს მიერ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც, რომლის თანახმადაც დაღუპულია 33 და დაშავებულია 200 ადამიანი.