საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ე.წ. ,,პანამის დოკუმენტებზე“ გამოძიების ჩატარების პირობა დადო და განაცხადა, რომ მისი გახმაურება გაზრდის გადასახადების გაზრდას იმ კომპანიებისგან, რომლებიც შემოსავლებს მალავენ.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ჩატარდება გამოძიება, გაიხსნება საქმეები და სასამართლოები გაიმართება“, - განაცხადა ,,ბიბისის“ ინფორმაციით ოლამდმა.
საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონსორციუმის, „პანამა პეიპერსის“ მიერ მოპოვებული მასალები მიუთითებს დიდი მოცულობის ფულად ტრანსფერებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა პირებმა 2 მილიარდი დოლარის მოცულობის თანხა გადარიცხეს ოფშორულ კომპანიებში.
„პანამა პეიპერსმა“ ინფორმაცია კვირას გამოაქვეყნა. ,,რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პუბლიკაცია ემყარება პანამაში მოქმედი იურიდიული კომპანიიდან გამოჟონილ ინფორმაციას, რომელც "პანამა პეიპრესმა" მოიპოვა. იგი შეიცავს მონაცემებს როგორც კრემლთან დაახლოებული პირების, ასევე ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილების, საუდის არაბეთის მეფისა და სხვა პირების მიერ კონტროლირებული კომპანიების შესახებ.