საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები ბუნებრივია. მისვე თქმით, შესაძლოა იგი საკადრო გადაწყვეტილებებში მომავალი არჩევნების შემდეგაც ჩაერიოს.
,,არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ ჩაერიოს საკადრო გადაწყვეტილებებშიც. აქამდეც, სანამ არასამთავრობო სექტორში გადავიდოდა ის იყო პრემიერ-მინისტრი და ერეოდა თავისთავად ცხადია. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგაც ვიღაცამ რაიმე კონსულტაცია გაიარა მასთან, თუნდაც, ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე. პრემიერი, როცა მოგიყვანს ხელისუფლებაში, ის უფრო სწორია, რომ შეეკითხო რჩევა და ბოლოს შენი გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე ის, რომ მოგიყვანოს და აღარაფერი ჰკითხო’’,- განაცხადა მეჭიაურმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავადვე ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იქნება, თუმცა ის არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას.