„ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარტიის ლიდერი კახა შარტავა იქნება, - ამის შესახებ „ფორუმის“ ლიდერების მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
ამასთანავე, საპარლამენტი ფრაქციას „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“ სახელი შეეცვლება და ფრაქცია „ეროვნული ფორუმი“ დაერქმევა.
უხლეოს ხანში გახდა ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ფორუმის“ საკრებულოებთან დაკავშირებით.
ფრაქცია ”ეროვნული ფორუმი” საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტში თანამდებობებს ტოვებენ. პარტიის მიერ გუშინ გამართულ ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ ”ეროვნული ფორუმი” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.