აჭარის უმაღლესი საბჭოსა და თავისუფალი დემოკრატების გამგეობის წევრი სულხან ღლონტი აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.
„ეს არის ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივნის დონალდ რამსფელდის ფონდის და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტუტუტის ერთობლივი პროგრამა, რომელიც დაახლოებით ორი თვე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გვაქვს ამერიკის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებთან, აგრეთვე საერთაშორისო დონის ექსპერტებთან სხვადასხვა სფეროში, რომელთა აზრს და ანალიზს ითვალისწინებენ როგორც აშშ-ის ადმინისსტრაციის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები”, -განუცხადა "ჯი-ეიჩ- ენს" სულხან ღლონტმა.
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სულხან ღლონტი ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრო.
„ბირთული უსაფრთხოების სამიტის მიმდინარეობისას დავესწარი რამდენიმე უმნიშვნელოვანეს შეხვერას, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას. ასეთი შეხვედრები საშუალებას გაძლევს მიიღო უახლესი ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და დააკვირდე მათ განვითარებას.
პირადად ჩემი ინტერესის სფერო არის საქართველოს უსაფრთხოების საკითხები ევროპასთან მოახლოებულ ვიზალიბერალიზაციის ჭრილში. როგორც იცით თავისუფალ დემოკატებს ამ საკითხზე ბევრი აქვთ ნამუშევარი და დღემდე ამ თემის აქტიური ლობისტები ვართ ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
გამომდინარე იქედან, რომ შეხვედრები მაქვს ამერიკის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკური წრეების მსოფლიოში აღიარებულ წარმომადგენლებთან, შევეცდები ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენო ჩვენი საარჩევნო პროგრამის შესაბამისი მიმართულებების სრულყოფისთვის, რათა ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველს საპარლამენტო არჩევნებისთვის წარვუდგინოთ ეფექტური და რეალისტური საარჩევნო პროგრამა“,- განუცხადა ჯი-ეიჩ- ენს სულხან ღლონტმა.