“ეროვნული ფორუმის“ გასვლა უნრავლესობიდან არ იწვევს და არ ნიშნავს კოალიციის დაშლას, -ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა.
მანანა კობახიძე გამოეხმაურა კახა შარტავას განცხადებასაც, რომ პოლიტიკური კრიზისი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიქმნას და „ფორუმი“ ხელს შეუწყობს მთავრობას.
"ოპონირების რეჟიმი არ ნიშნავს დაპირისპირებას. არჩევნებამდე ქვეყანა სტაბილურად და მშვიდობიანად უნდა მივიდეს. ეს ყველას პასუხისმგებლობაა. არავითარი საფრთხე პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას არ არსებობს“,-აღნიშნა მანანა კობახიძემ.