4 აპრილს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართება ცნობილი ქართველი მწერლის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ჯანსუღ ღვინჯილიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
ულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მწერლები, მსახიობები და ანსამბლები.
საიუბილეო საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერითა და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით იმართება.