საქართველოს რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია, მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და იმაზე, თუ რა საფრთხეების წინაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო.
ამ საკითხთან დაკავშირებით ელენე ხოშტარია კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს. ის კონფლიქტში რუსეთის ინტერესებს ხედავს.
„რომც არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, აქ რუსეთის ინტერესი მოკლევადიან დაპირისპირების შემთხვევაშიც ცალსახად იკვეთება,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში საქართველოს მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენა ვერ დაეხმარება და აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭო უნდა შეიკრიბოს.
„თუ უკვე დაგვიანებული არ არის, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიხილავდეთ იმ სცენას, თუ რას ვპასუხობთ კონკრეტულად რუსეთს, თუ ის ჩვენ მოგვთხოვს საჰაერო სივრცით, თუ ჩვენი ტერიტორიით, გარკვეული სამხედრო მოქმედებების ჩატარებას. ეს აბსოლუტურად არ არის გამორიცხული,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისი აზრით, დღესდღეობით საქართველოს საერთაშორისო ჩართულობა არის უპირველესი ამოცანა.