საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გარღმავებაზე ისაუბრეს პოლიტიკური, სავაჭრო - ეკონომიკური და კულტურული მიმართულებების თვალსაზისით. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.
ხაზგასმით აღინიშნა, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმევების აუცილებლობა, განსაკუთრებით კი სტუდენტური გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის.