1 ნოემბერს, 11:00 საათზე რუსთავში ახალ რაიონულ სერვის-ცენტრს გასნის .კომპანიებმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" და "რუსთავის წყალმა", რომლებიც ერთ საინვესტიციო ჯგუფში შედიან, აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ქ. რუსთავის ცენტრში ახალი სერვის-ცენტრის კეთილმოწყობა და აღჭურვა ერთობლივად განახორციელეს. სერვის-ცენტრი მომსახურებას გაუწევს რუსთავის მოსახლეობას, ქალაქში განთავსებულ ორგანიზაციებსა და კომერციულ ობიექტებს.
"რუსთავის წყალის" ახალი რაიონული სერვის-ცენტრის გახსნას პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში დავით კირკიტაძე და ქ. რუსთავის მერი ბატონი მამუკა ჩიქოვანი დაესწრებიან.
ახალ ოფისს კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ გენერალური დირექტორი იორგ მათისი გახსნის.