პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ,,რესპუბლიკელებს“ მინისტრთა კაბინეტში პორტფელების დათმობა მოუწევთ. მისი შეფასებით, ის რაც ხდება ამჟამად პოლიტიკაში, ,,ნამეტანი დემოკრატიაა და საქართველოსთვის ნაადრევია“
,,რესპუბლიკელებს ალბათ, მინისტრთა კაბინეტში პორტფელების დათმობა მოუწევთ, სხვანაირად, მათთვისვე არ იქნება ეს სასარგებლო. იმიტომ, რომ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, პარტიამ საარჩევნო კამპანია აწარმოოს, ხელისუფლების პასუხისმგებლობისგან გარკვეულწილად დისტანცირდეს და ამასთანავე, კაბინეტში თავისი წარმომადგენლები ჰყავდეს. ეს საქართველოსთვის ნაადრევია, ეს უკვე ნამეტანი დემოკრატიაა'', - აცხადებს გია ხუხაშვილი.
,,რესპუბლიკურმა“ პარტიამ და ,,ქართულმა ოცნებამ“ გუშინ განაცხადეს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მანამდე, დავით უსუფაშვილის განცხადებით, კონკურენტულ-პარტნიორულ რეჟიმში ითანამშრომლებენ.