,,დავით უსუფაშვილის მსგავს პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან ბევრი პარლამენტი ინატრებდა. ის სერიოზული პოლიტიკოსია და ვფიქრობ, არა ვიწროპარტიულ, არამედ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული იქნება“ , - ამის შესახება გადაცემა 2030-ში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ ნუკრი ქანთარიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, თუ დავით უსუფაშვილი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, ,,გადაირჩევენ, როგორც აირჩიეს“.
ვოლსკის განცხადებით, ქანთარიამ საკუთარი აზრი გამოთქვა, თავდ კი მიიჩნევს, რომ დავით უსუფაშვილი კარგი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება.
,,ჩვენი მიზნები და სტრატეგია შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, მაგრამ ყველამ ერთად, ქვეყნის განვითარებასა და უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ. ქვეყნისთვის უმრავლესობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და, პირველ რიგში, ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ. მიმდინარე პროცესი დემოკრატიულია, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები განცხადებებს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ“,-აღნიშნა ვოლსკიმ.