ვაშინგტონის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა და სტუდენტებს, ექსპერტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მიმართა. "დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარების 25 წლისთავს. ეს იყო რეფრენდუმი, რომელმაც განსაზღვრა, რომ 3000 წლიანი ისტორიის ერი მზად იყო ხელახლა აეშენებინა საკუთარი სახელმწიფოებრიობა და კიდევ ერთხელ გამხდარიყო საერთაშორისო ოჯახის წევრი. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც ხელი შეუწყო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომლის დაბადების დღეც ასევე დღესაა. სწორედ ამ არჩევანმა განსაზღვრა ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომელიც უნდა გაიზარდოს და გადაიზარდოს თავისუფლებაში, და არის განსხვავება დამოუკიდებლობასა და თვაისუფლებას შორის. ნიშანდობლივია, რომ დღეს მე აქ ვდგავარ და ვსაუბრობ ამ საკითხებზე, რადგან ეს უნივერსიტეტი იმ ადამიანის სახელს ატარებს, რომელიც ამერიკელი ერის დამფუძნებელი მამაა. პიროვნების, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური ხედვები მიუძღვნა იმ ერის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებისა და პიროვნების თავისუფლების პრინციპებზე", - განაცხადა საქრათველოს პრეზიდენტმა. შეხვედრა სტუდენტებთან და ექსპერტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.