საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ,,ნორმალური გადაწყვეტილებაა კოალიციის წევრმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღონ“. მისივე თქმით, 2012 წელს იყო სრულიად სხვა რეალობა, როდესაც "ქართული ოცნება" არჩევნებზე ბლოკის ფორმით გავიდა.
"დღეს რეალობა სხვანაირია. დემოკრატიული განვითარება ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი არის გაცილებით უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული", -განაცხადა პრემიერმა.