ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვიზალიბერალიზაციაზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. ჟოზეფ დოლის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდება, ევროპარლამენტში შეიძლება კითხვები დაისვას.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ზოგჯერ ცრუ ინფორმაცია გამოდის, მინდა ვიყო გულწრფელი და ამიტომ არ მინდა ვთქვა, რომ 15 ივნისს ნამდვილად იქნება ვიზალიბერალიზაცია, ეს არის პარტიის პოზიცია, პროცედურა ყველასთვის ერთია, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, შემდეგ კი კენჭი პარლამენტმა უნდა უყაროს. ევროპაში ამჟამად პრიორიტეტულია მიგრანტებისა და ტერორიზმის თემა, ამიტომ ამ ყველაფერმა შეიძლება გადაიწოს, ხოლო თუ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდება, ამან შეიძლება ევროპარლამენტში კითხვები დასვას,“- განაცხადა ჟოზეფ დოლიმ.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.