როცა ადამიანი შედის ციხეში, ეს იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ყოფილი მერი, ის შედის ციხეში და იქ რჩება. მით უმეტეს, როდესაც სამართალი არ არის სწორი ყოველთვის მათ მიმართ, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლიმ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას შეხვდა.
მისი თქმით, ყოფილმა მაღალჩინოსნები იბრძვიან იმისთვის, რათა საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ქვეყანა.
”ძალიან დიდი ემოციით გამოვედი. როცა ადამიანი შედის ციხეში, ეს იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ყოფილი მერი, ის შედის ციხეში და იქ რჩება. მით უმეტეს, როდესაც სამართალი არ არის სწორი ყოველთვის მათ მიმართ. მაგრამ მე მინდა ამავე დროს მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას, იმისთვის, რომ მომცა საშუალება, ხანგრძლივი საუბარი მქონოდა ამ სამ ადამიანთან. ისინი აგრძელებენ მუშაობას. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მუშაობს თავის თავზე, იმისთვის, რომ არ გამოვიდეს გაბოროტებული ციხიდან და პოზიტივი მაინც გამოიტანოს აქედან. ჩემთვის ეს ძალიან პოზიტიური იყო", - განაცხადა ჯოზეფ დოლიმ.