საქართველოში რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიცაა შემოსული, - ამის შესახებსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
„,,რუსული პროპაგანდის ფონი მომატებულია, იქედან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია. ეს ყოველი საარჩევნო პერიოდის დროს იმატებს ხოლმე. არამარტო რუსული ძალები, სხვა ქვეყნის ბევრი სპეცსამსახურიც შემოსულია საქართველოში”, - განაცხადა გომელაურმა.
გომელაურის განცხადებით, საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში უწევს მუშაობა.
„ურთულეს სამუშაოს ატარებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. ხაზს ვუსვამ - არამარტო რუსული ფონია აწეული და არამარტო რუსული სპეცსამსახურები, არამედ ჩვენი სხვა მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებიცაა შემოსული ქვეყანაში და მუშაობენ," -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.