30 მარტს, ვაშინგტონის დროით 14.30 საათზე, სანდრა ელიზაბეთ რულოვსი ვაშინგტონში მიმდინარე 2016 წლის ატომური სამიტის ერთერთ ფორუმზე სიტყვით გამოვა.
„უკრაინის ბრძოლა თავისუფელბისათვის გრძელდება" ასეთი ფორუმის სათაური, რომელიც დღეს ატომური სამიტის ფარგლებში ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ტარდება (Congressional Auditorium, Capitol Visitors Center, U.S. Capitol – First St NE, Washington, DC 20515 ).
ფორუმის მომხსენებლებს შორის ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) , ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის (U.S. Institute of Peace), ბრუქინგის ინსტიტუტის (Brooking Institute) , მაკქეინის ინსტიტუტის (The McCain Institute), ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სკოლის (Harvard Kennedy School), სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აშშ-ს მოქმედი და ყოფილი ელჩები და უკრაინის მთავრობის ოფისიალური პირები არიან. ფორუმის დასასრულს დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს გამოსვლა.