უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან ჟოლტ შემიენთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისპროცესში. უნგრეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბუდაპეშტი მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას იმისათვის, რომსაქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და ქვეყანამ უახლოეს თვეებში მიიღოს უვიზომიმოსვლის რეჟიმი.
ჟოლტ შემიენმა შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვა ბუდაპეშტის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით დააღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა უნგრეთის პოზიცია, რომელიც ნატო-ს გაფართოებასემხრობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს,როგორც საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის, ასევე იმ წარმატებული პარტნიორობისთვის რაც ქვეყნებს შორისსექტორულ სფეროში თანამშრომლობით გამოიხატება.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას. საქართველოს საგარეო უწყებისხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო უნგრეთს ევროპულ სივრცეში ერთერთ მთავარ პარტნიორად განიხილავს, ისევე როგორცუნგრეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი დასაყრდენია რეგიონში სვაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით.
მიხეილ ჯანელიძე ჟოლტ შემიენს ესაუბრა საქართველოში მიმდინარე, ევროპული დღის წესრიგით გათვალიწინებულ რეფორმებზე,როგორც პოლიტიკური, ასევე ინსტიტუციური და ეკონომიკური მიმართულებით. მისი განცხადებით ევროკავშირთან საქართველოსასოცირების შეთანხმება და მასთან ერთად თავისუფალი სვაჭრო სივრცის რეჟიმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, მათ შორის, უნგრეთთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ჩართულობაზე ენერგეტიკულპროექტებში, რაც მნიშვნელოვანია ევროპაში ენერგო წყაროების დივერსიფიკაციისთვის. ყურადღება გამახვილდა საქართველოშიმიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს უწყობს სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას.
მიხელ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისმხარდაჭერისთვის და ვიცე-პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.