დღეს თბილისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ეწვევა. ფილიპ ჰამონდი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში, ის პირისპირ გაესაუბრება პარლამენტის თავმჯდომარეს. გაიმართება შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლი სიტყვით გამოვა ასევე სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმზე.