31 მარტს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრში გაიმართება ელგუჯა ბურდულის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელიც თბილისის მერიის კულუტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება.
მსახიობს მუსიკალურ ნაწარმოებებს მიუძღვნიან მისი შვილები ბაკური და ლადო, სიტყვით გამოვლენ მისი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც გაიხსენებენ მის განვლილ გზას. საღამოზე ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები ელგუჯა ბურდულის ფილმებიდან და წარმოდგენილი იქნება იმპროვიზირებული შემოქმედებითი ნომრები.
ელგუჯა ბურდულს ნათამაშები აქვს 70-მდე ფილმში, როგორც მთავარი ასევე ეპიზოდური როლი. იგი მიეკუთვნება იმ რევოლუციურ ვარსკვლავებს, რომლებმაც ქართველი მამაკაცის ახალი სტერეოტიპი შექმნეს. ამაზე მეტყველებს მის მიერ შესრულებული როლების წარმატებები და პრიზები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.