ავიაკომპანია Egypt Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებელი დაკავებულია სპეცრაზმის მიერ, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბიბისი“ კვიპროსის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე თვითმფრინავიდან გამოსვლა მოახერხა ყველა მძევალმა. გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ აეროპორტთან ახლოს იმყოფებოდა 20-მდე სპეცრაზმელი. ადგილზე იმყოფებოდნენ სნაიპერებიც.
ადგილობრივი მედიის ვერსიით ის სეიფ ად-დინ მუსტაფა თვითმფრინავიდან ხელებაწეული გამოვიდა.