ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კოალიციაში შემავალი ყველა სუბიექტი თავის პროგრამას და ხედვებს წარადგენს და ,,თუკი ეს იქნება ისეთივე შეჯერებული, როგორც 2011 წელს იყო, კოალიცია ერთად იქნება, ხოლო თუ გადაულახავი განსხვავებები იქნება, არჩევნებზე გასვლა ცალ-ცალკე მოხდება”.
რაც შეეხება ,,რესპუბლიკურ პარტიასთან“ ურთიერთობას, ვოლსკიმ განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ზოგიერთი წარმომადგენელი უცნაურ, მკაცრ განცხადებებს ცუდი ენით აკეთებს, რაც ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ , არცერთ სუბიექტს, მათ შორის, არც „ოცნებას“ არ უნდა, რომ განცხადება ისე გააკეთოს, რომ არ ჰქონდეს შეთანხმებული გუნდის წევრებთან, კონფერენციაზე არ იყოს განხილული.
„ასეა „რესპუბლიკური პარტიაც“. მათი მთავარი კომიტეტი შეიკრიბება და გადაწყვეტს, როგორ რეჟიმში აგრძელებენ ჩვენთან ურთიერთობას – უნდათ თუ არა ჩვენთან ერთად წინასაარჩევნო ბლოკში გამოსვლა. სანამ ეს სურვილი იქნება გამოხატული ნებისმიერ სუბიექტისგან, მთავარი პოზიციები უნდა გამოიკვეთოს – სად გვაქვს ერთიანობა და სად კომპრომისების მეშვეობით შესაძლოა დავუშვათ ერთიანობა”, - დასძინა დეპუტატმა.