"ჩვენ ვართ ევროპა, ევროპა არის საქართველოს სახლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
”ჩვენთვის ევროპა არის სივრცე, სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატიის სტანდარტები და დაცულია ადამიანის უფლებები. სწორედ ეს არის ქართველი ხალხის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირი ან ნატო იყოს ვინმეს წინააღმდეგ”, - განაცხადა კვირიკაშილმა.