შეიარაღებული პირი, რომელმაც კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში ცეცხლი გახსნა, დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც CNN-ი წერს, პოლიციის ოფიცერმა თავდამსხმელს ესროლა. იციდენტის დროს კი, ერთი ქალბატონი დაშავდა.
თავდამსხმელმა კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრის შესასვლელში, მეტალოდეტექტოში გავლა სცადა, რა დროსაც განგაშის სიგნალი ჩაირთო. მამაკაცი უსაფრთხოების სამსახურმა შეაჩერა, რა დროსაც მან სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა.
ვაშინგტონში მომხდარი ინციდენტის გამო, კაპიტოლიუმისა და თეთრი სახლის შენობები დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ბლოკირებული იყო. კონგრესის თანამშრომლები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.