აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თურქეთის ლიდერთან რეჯიპ ტაიპ ერდოღანთან ვაშინგტონში ორმხირვი შეხვედრა გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal აქვეყნებს. თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ის დედაქალაქში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე დასაწრებად ჩადის. ღონისძიების ფარგლებში რეჯიპ ტაიპ ერდოღანი ბარაკ ობამს უნდა შეხვედროდა. გამოცემის თანახმად, ბარაკ ობამამ ასევე უარი განაცხადა , თურქეთის დაფინანსებით აშენებული მეჩეთის გახსნის ცერემონიალში ერდოღანთან ერთად მონაწილეობაზე. თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ ორმხრივ შეხვედრაზე უარი არ უნდა შეფასდეს როგორც აშშ-ის მხრიდან უპატივცემულობა.
როგორც The Wall Street Journal წერს, 2013 წელს რეჯიპ ტაიპ ერდოღანის ვაშინგტონში უკანასკნელი ვიზიტის დროს, ბარაკ ობამამ თურქეთი ქურთებთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების გამო შეაქო და ქურთებთან მოლაპარაკებების დაწყებას თურქეთის ეკონომიკური განვითარების ახალი ერა უწოდა.
ქურთებსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო შეთანხმება 2015 წლის ივლისში დაირღვა.