,,რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, განცხადებას დღეს გააკეთებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვახტანგ ხმალაძე ადასტურებს. ხმალაძე ვარაუდობს, რომ განცხადება პარტიის ოფისში გაკეთდება.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, იგი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია.
"26–27 მარტს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა იმსჯელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე. მიღებულ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას",- აცხადებს ხათუნა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რესპუბლიკელები“ კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვებას გეგმავენ, მაგრამ თანამდებობებს შეინარჩუნებენ.