გაზეთ "ჯორჯიან თაიმსის" და სახალხო მართმადიდებლური კავშირის დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა მეუღლემ ნანა გაგუამ განუცხადა.
"მალხაზი თბილისში უახლეს დღეებში დაბრუნდება და საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გასცემს", - განაცხადა ნანა გაუამ.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ გულაშვილი შვილთან ერთად ცხინვალში მას შემდეგ გადავიდა, რაც 8 მაისს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში მართმადიდებელ მშობელთა კავშირის, სახალხო მართმადიდლებლური მოძრაობის წევრებსა და ტელევიზიის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
გულაშვილი სეპარატისტულ ცხინვალში გადასვლის მიზეზად შვილის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ასახელებს.