ზუგდიდში, სოფელ ინგირში, საცხოვრებელლ სახლს, სადაც ორი დევნილი ოჯახი ცხოვრობდა ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მაშველთა ოთხი ჯგუფი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მაშველებმა სახლში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
დაზარალებულების განცხადებით, სახლში შეშის ღუმელი არ ჰქონდათ და სავარაუდოდ ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, 2 დევნილი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.