დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა სააღდგომო მიმართვაში განაცხადა, რომ ბრიტანეთი ტერორისტული საფრთხის წინაშე, ერთიანი ფრონტით უნდა დადგეს ქრისტიანული ფასეულობების დასაცავად.
,,ბიბისის“ ინფორმაციით, კემერონმა განაცხადა ასევე, რომ ბრიტანეთმა უნდა იამაყოს, რომ ის ,,წარმოადგენს ქრისტიანულ ქვეყანას, ეს ფასეულობები პოვებს გამოძახილს ნებისმიერი სარწმუნოების, თუ არამორწმუნე ბრიტანელის სულში“.
,,როდესაც ტერორისტები ცდილობენ დაანგრიონ ჩვენი ცხოვრების წესი - როგორც ეს მოხდა ბრიუსელში, ჩვენ ერთიანი ფრონტით უნდა დავდგეთ და ვაჩვენოთ, რომ ტერორიზმი ვერასოდეს დაგვაშინებს“, - განაცხადა დევიდ კემერონმა.