ბრიუსელის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად, 6 ადამიანი დააკავა. RTBF-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ორ კომუნაში ჩატარდა. სპეცოპერაციისას სპეცრაზმი და ვერტმფრენები გამოიყენეს.
მედია იუწყება, რომ დაკავებულები დაკავშირებული არიან ტერაქტების სერიასთან, რომელიც 22 მარტს განხორციელდა. ტერაქტების შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი კი დაიჭრა.