25 მარტს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ , მიხეილ თუმანიშვლის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი წარმოგიდგენთ თანამედროვეობის უდიდესი ხელოვანის, ევროპის საუკეთესო მსახიობის პრემიისა და 50-ზე მეტი ჯილდოს მფლობელის, სერგეი მაკოვეცკის შემოქმედებით საღამოს „შემთხვევით არ მოვსულვარ თქვენთან... სათქმელი რამ მაქვს...“(მონო სპექტაკლი) . პროდიუსერი ლეონიდ რობერმანი, სპექტაკლი გაიმართება კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე.