ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ინიციატივით გამოდის და მთელი საქართველოს მასშტაბით სენსაციურ აქციას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, დღეიდან „ტექნო ბუმი“ ყველა მომხმარებელს უნიკალურ შანსს აძლევს- თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ სმარტფონები 0%-იანი განვადებით ყოველგვარი წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე თვეში მხოლოდ 29 ლარიდან, გადახდა დაიწყოთ მეოთხე თვიდან, სმარტფონთან ერთად კი 200 ლარსაც წაიღებთ.
„მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც ახალი ტექნიკის შესაძენად ფინანსური რესურსი არ გყოფნით, შეგიძლიათ, „ტექნო ბუმის“ მაღაზიებში თანხის გარეშე მობრძანდეთ, ისარგებლოთ 0%- იანი განვადებით, თან წაიღოთ სმარტფონი და 200 ლარი ნაღდი ფული, სმარტფონის ღირებულების გადახდა კი მხოლოდ მეოთხე თვიდან დაიწყოთ“, -აცხადებენ კომპანიაში.
„ტექნო ბუმის“ ინფორმაციით, ასეთი განსაკუთრებული შეთავაზებით 150 სმარტფონი გაიყიდება, აქცია კი მარაგების ამოწურვამდე გრძელდება. ამიტომ უნდა იჩქაროთ და გამოიყენოთ ტექნიკის ბაზარზე ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზება მხოლოდ „ტექნო ბუმის“ მაღაზიათა ქსელში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავსა და ლანჩხუთში.