ბრიუსელის ტერაქტები საფრთხეს უქმნის არამარტო ბელგიას, არამედ ევროპაში თავისუფალი გადაადგილების სისტემას, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზერმა განაცხადა.
,,როიტერის“ ცნობით, მან ასევე განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლას დიდი დრო დასჭირდება.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, აეროპორტისა და მეტროსადგურის ტერაქტებმა 34 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 136.