ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო, ევროკავშირის ინსტიტუტებმა ყველა შეხვედრა გააუქმეს. უსაფრთხპოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული ყველა ოფიციალურ უწყებაში, მათ შორის ევროპარლამენტში.
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტალინა გეიორგიევამ განაცხადა, რომ
ევროკავშირის ინსტიტუტების შენობებში შესვლა მხოლოდ თანამშრომლებისთვის არის ნებადართული.
ევროკომისიამ ბრიუსელის მაცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული..
არაოფიციალური ინფორმაციით, ბრიუსელში, აეროპორტსა და მეტროსადგურებზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა