გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის ცხედარს კიევის მიწას დღეს მიაბარებენ. ამ დრომდე მისი ცხედარი მორგში ინახებოდა.
დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტის ქვრივი მიროსლავა ღონღაძე უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდა. პრეზიდენტმა ღონღაძეს გმირის წოდება მიანიჭა და ჯილდო მის ქვრივს გადასცა.
ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე კიევში 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა.მისი თავმოკვეთილი ცხედარი 2000 წლის 2 ნოემბერს კიევის მახლობლად ტყეში იპოვეს. ცხედარი ამ დრომდე დაკრძალული არ ყოფილა, რადგან დედა ლესია ღონღაძე აცხადებდა, რომ ის მის შვილს არ ეკუთვნოდა. ლესია ღონღაძე 2013 წლის 30 ნოემბერს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიროსლავა ღონღაძე ორ ქალიშვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს.